ჩვენი გუნდი

დავით დარეჯანაშვილი

დამფუძნებელი, მმართველი

დავით დარეჯანაშვილი არის არქეოლოგი, კერძოდ ბრინჯაოს ეპოქის და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი, “ლეიერკოს” დამფუძნებელი და მმართველი.

2018 წელს დავითმა ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი. აქვს სამეცნიერო არქეოლოგიაში მუშაობის 20-წლიანი, ხოლო კომერციულ არქეოლოგიაში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება. 

2008 წლიდან 2016 წლამდე იყო საველე ხელმძღვანელი და საერთაშორისო პროექტების წევრი მელბურნის, ოქსფორდის და ვენეციის უნივერსიტეტების ეგიდით. 2011 წელს იყო პირველი ქართული ექსპედიციის წევრი ქუვეითში, კუნძულ ფაილაკაზე. 

პარალელურად, 2011-2019 წლებში იყო კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრი BP Georgia-ში. 2018 წელს, კოლეგებთან ერთად, იყო შპს “ლოკუს მრჩეველის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2019-2020 წლებში მუშაობდა კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტად Hunan Road & Bridge Construction Group Company Limited-ის საქართველოს ფილიალში, F2 სექციის ავტობანის მშენებლობის პერიოდში.

2020-2021 წლებში მუშაობდა იტალიაში,  Cooperativa Archeologia-ში, ემილია რომანიას ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტად. ის ასევე იყო ფარავნის არქეოლოგიური ექსპედიციის თანახელმძღვანელი და კავკასიის უნივერსიტეტის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის მიწვეული ლექტორი.

დავითი არის ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. 

ქეთევან დიღმელაშვილი

მთავარი კონსულტანტი

ისტორიის დოქტორი, არქეოლოგი ქეთევან დიღმელაშვილი “ლეიერკოს” მთავარი კონსულტანტია. ის უწევს კონსულტაციას  კულტურული მემკვიდრეობის სპეცალისტებს, ასევე არის სამეცნიერო პროექტების კონსულტანტი და კულტურული მემკვიდრეობის ტრეინინგების სპეციალისტი.

ქეთევან დიღმელაშვილის  კვლევის სფეროა საქართველოს რომაული პერიოდისა და შუა საუკუნეების არქეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის საკითხები. 2005 წლიდან დღემდე, ის იყო სვეტიცხოვლის, მსხალგორის, არხალის, ვანისჭალისა და ქვემო ახალშენის არქეოლოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელი; ვაშლობის, ხადისა და გლდანის ექსპედიციების თანახელმძღვანელი; გონიოს, ბებრისციხის, სამთავროს, არმაზისხევის, არმაზციხის, ივრისპირის, ნავდარაანთკარის, სვერის, ითხვისის, საჩხერის ექსპედიციების არქეოლოგი. 2012 წლიდან, ქეთევანი მუშაობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში, უფროს სპეციალისტად. 

ქეთევანმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტში 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

ის არის შვიდი მონოგრაფიის თანაავტორი და ოცდაათზე მეტი სტატიის ავტორი და თანაავტორი.



თამარ გიორგაძე

არქეოლოგი, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი

თამარ გიორგაძე “ლეიერკოს” ექსპერტი-არქეოლოგი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სპეციალისტი. 

თამარ გიორგაძე არის არქეოლოგიის მიმართულების დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს არქეომეტრიაში ლიეჟის უნივერსიტეტიდან (ბელგია), ასევე, გაიარა სამაგისტრო პროგრამა არქეოლოგიაში თბილისის სახელმწიფო და ბორდოს მიშელ მონტენის უნივერსიტეტებში (საფრანგეთი). 

2023 წლიდან მუშაობს მთის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრში; სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებთან, მათ შორის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის ოფისთან (GmbH GIZ), საქართველოს არქეოლოგიის ასოციაციასთან და ლიეჟის არქეოფორუმთან. 2023-24 წლებში ხელმძღვანელობდა მუჟავას არქეოლოგიურ ექსპედიციას, 2021-24 წლებში კი იყო ლესალეს არქეოლოგიური პროექტის კოორდინატორი.

როგორც მიწვეული და ვიზიტორი მკვლევარი, თამარი თანამშრომლობდა ლუმიერების სახელობის ლიონის უნივერსიტეტთან; აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის შემსწავლელი სახლთან, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტთან (DAI) და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტთან (2021, DAAD East Partnership programme). 

ლანა ჩოლოგაური

არქეოლოგი, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი

ლანა ჩოლოგაური არის “ლეიერკოს” არქეოლოგი და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი. 

ის არის არქეოლოგიის დოქტორი. 2010-2016 წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამები არქეოლოგიის მიმართულებით. 2017 და 2019 წლებში Erasmus-ის გრანტით ორი კვლევითი სემესტრი გაატარა ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტში. არის რუსთაველის სამეცნიერო ფონდის, FaRiG-სა და EU4Culture საგრანტო პროექტების გამარჯვებული. 

2010 წლიდან დღემდე, ლანა მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო არქეოლოგიურ პროექტში საქართველოში, ირანში, ომანსა და იტალიაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ოცზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში, ფორუმსა და კონგრესში. მათ შორის, ლიდსის საერთაშორისო მედიევურ კონგრესში, ლიმეს კონგრესში, იკაანესა და ბანეას კონფერენციებზე. არის არაერთი ქართული და ინგლისურენოვანი რეცენზირებული სტატიისა და ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. 

2017-2018 წლებში ლანა ჩართული იყო BP-ის პროექტებში – BP SCPX, BP-WREP – როგორც კულტურული მემკვიდრეობის ზედამხედველი. ამავე წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში დართლოსა და ომალოს რეაბილიტაციის ფარგლებში. 

2021-2022 წლებში  იყო მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანტიკური არქეოლოგიის მიმართულებით. 2019 წლიდან მუშაობდა გუდიაშვილის მოედნის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, დარეჯან დედოფლის სასახლისა და, საქართველოს მასშტაბით განხორციელებულ,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის სხვა არაერთ მასშტაბურ პროექტზე.

დავით ბრაგვაძე

ისტორიის ექსპერტი

დავით ბრაგვაძე არის ისტორიკოსი, ეროვნული უსაფრთხოების, საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის მკვლევარი. “ლეიერკოში” ის ჩართულია ისტორიის ექსპერტი, კონსულტანტი. 

 2011 წელს დავითმა  მიიღო ისტორიის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად არის იმავე უნივერსიტეტის დოქტორანტი.  

მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის რვა წლიანი გამოცდილება: იყო საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფროსი მრჩეველი (2010-14), საქართველოს ეროვნული უსშიშროების საბჭოს აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი (2014-15), დირექტორის მოადგილე (2015-16) და დირექტორი (2016-19). 

საჯარო სამსახურის გარდა მუშაობდა კერძო და სამოქალაქო სექტორში, სადაც ეწეოდა კვლევით და საკონსულტაციო საქმიანობას. 

2011 წლიდან აქვს უწყვეტი პედაგიური სტაჟი. ამჟამად არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც კითხულობს კურსებს საქართველოს ისტორიის, კავკასიის ხალხთა ისტორიის, კავკასიის რეგონის საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკისა და სხვა თემების შესახებ ლექციებს. 

 გავლელი აქვს სასერტიფიკაციო  სასწავლო კურსები გერმანიის მარშალის ფონდში (გარმიშ-პარტერკირხენი, გერმანია), ევროპის კოლეჯში (ნატოლინი, პოლონეთი), ესტონეთის დიპლომატიური აკადემიაში (ტალინი, ესტონეთი), მარტი ახტისაარის მშვიდობის ფონდში (ჰელსინკი, ფინეთი), რონდელის ფონდში (თბილისი, საქართველო) და სხვა საგანმანათლებლო პროექტში. 

დავითი არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი როგორც პრესაში, ისე ანალიტიკურ და სამეცნიერო კრებულებსა და საერთაშორისო რეცენზირებად გამოცემებში.  

ნათია ბეგლარიშვილი

ადმინისტრაციული ასისტენტი

ნათია ბეგლარიშვილი არის “ლეიერკოს” ადმინისტრაციული ასისტენტი. 

2025 წელს ნათიას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის პროგრამაზე. ის ასევე ფლობს ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიკატს, რომლის კურსიც გაიარა “ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში”.

2023-2024 წლებში მან სტაჟირება გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგისტრაციების, შემდგომ კი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ოფისებში. 2024-2025 წლებში ჩართული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ტუტორიუმის პროგრამასა და ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა მოხალისეები აქტივობებში.