ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა

“ლეიერკო” აქტიურად მონაწილეობს მცირე და ფართომასშტაბიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინასწარული კვლევების მომზადებაში. თითქმის ორი წლის განმავლობაში, ჩვენ 15-მდე ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე ვიმუშავეთ და მათ სხვადასხვა ტიპის არქეოლოგიური მომსახურება გავუწიეთ. 

პროექტებში ჩართულობის პირველ ეტაპზე, “ლეირკოს” გუნდმა შეისწავლა საარქივო მასალები, შეადგინა არქეოლოგიური დაზვერვევბის გეგმა და არსებული ძეგლების რუკა. ზედაპირული დაზვერვებით გამოვავლინეთ ტერიტორიაზე ან მასთან სიახლოვეს მატერიალური, არამატერიალური და არქეოლოგიური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. შემდეგი ეტაპი ძეგლებზე სამომავლო ზემოქმედების ანალიზია – სხვადასხვა საჭირო კვლევის შემდეგ შევადგინეთ დასკვნები, რომელიც მოიცავს რისკების შეფასებას, კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგისა და დაცვის გეგმას. 

ჩვენი პრაქტიკის განმავლობაში, არსებული არქეოლოგიური, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დოკუმენტირებასთან ერთად, არაერთხელ მოხდა ახალი ძეგლების იდენტიფიცირებაც, ან უკვე ცნობილი ძეგლების ლოკაციების დაზუსტება.

“ლეიერკოს” სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ: ჩვენი სერვისები