ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, “ლეიერკომ” ქარის ენერგიის ინფრასტრუქტურის 15 სხვადასხვა, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებულ პროექტზე იმუშავა.
ქარის ენერგიის გამომუშავებითი ინფრასტრუქტურის დაგეგმვა-განვითარებაში კულტურული მემკვიდრეობისა და არქეოლოგიური ობიექტების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია წინასწარი სამუშაოების ჩატარება და ტერიტორიის შესწავლა.
ამავე მიზნისათვის აუცილებელია, მიწის სამუშაოების მიმდინარეობისას, შემდგომი კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის განხორციელება. მონიტორინგი გვეხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ არსებული არქიტექტურული ძეგლების, ან არქეოლოგიური ფენების დაზიანება.
“ლეიერკო” ქარის ენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებში როგორც საწყის, ისე სამონიტორინგო ეტაპებზე ჩაერთო. ჩვენი ამოცანა იყო, მშენებლობის დაწყებამდე საპროექტო ტერიტორიების არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობითი ანალიზი. საპროექტო ტერიტორიებზე განვახორციელეთ დაზვერვები და შევადგინეთ პირველადი შეფასების დოკუმენტი.
საპროექტო ტერიტორიებზე გამოვლენილი ძეგლების მიხედვით, შევიმუშავეთ არქეოლოგიური სენსიტივობის – ძეგლების აღმოჩენის ალბათობის – რუკა და გეგმა, რომლებიც, სხვა მოკვლევებთან ერთად, ქარის ენერგიის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ინტეგრირდა. წინასწარული კვლევების შემდეგ, განვახორციელეთ მეორე და მესამე ეტაპის არქეოლოგიური გათხრები.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ ადგილობრივ მოსახლეობასთანაც: დამკვეთ კომპანიასთან ერთად, ჩვენ მიერ ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შესახებ მოვამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტები; კვლევის შედეგები ასევე ადგილობრივ სკოლებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარვუდგინეთ. კვლევის შედეგები პროექტის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.
“ლეიერკოს” სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ: ჩვენი სერვისები