“ლეიერკო” ჩართული იყო საგზაო ინფრასტუქტურის სხვადასხვა, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიერ დაფინანსებულ პროექტში.
საგზაო ინფრასტრუქტურის საპროექტო ტერიტორიის წინასწარული შეფასებების ფარგლებში, საწყისსავე ეტაპზე, “ლეიერკოს” გუნდმა შეადგინა არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გეგმები, რომლებიც შესაბამისობაშია ძეგლების ვიზუალური და ფიზიკური დაცვის არეალებთან.
ზოგიერთი პროექტის შემთხვევაში, კულტურული მეკმვიდრეობის ძეგლების ვიზუალური დაცვის არეალებისთვის “ლეიერკოს” გუნდმა შეიმუშავა დამატებითი დოკუმენტაცია რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.
“ლეიერკოს” სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ: ჩვენი სერვისები