ელექტროგადამცემი ხაზები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, “ლეიერკოს” გუნდი სხვადასხვა დროს მუშაობდა ელექტროგადამცემი ხაზების – მათ შორის, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებით განხორციელებულ – პროექტებზე. 

საწყის ეტაპზე, ჩვენი ამოცანა იყო ასმეტრიანი ბუფერული ზონების დაზვერვა; ასევე, ანძისა და ვიზუალური დაცვის არეალების განლაგების საფუძვლიანი შესწავლა და გამოკვლევა, ხომ არ ხვდებოდა ანძები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური და  ვიზუალური დაცვის არსებულ არეალებში. 

სხვადასხვა საჭირო კვლევის შემდეგ, შევადგინეთ საბოლოო დასვკნები, სადაც შეფასებულია რისკები, მოცემულია კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგისა და დაცვის გეგმა.

“ლეიერკოს” სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ: ჩვენი სერვისები