ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, “ლეიერკომ” მზის ენერგიის პანელების სამ სხვადასხვა მასშტაბურ პროექტზე იმუშავა.
მზის პანელების დამონტაჟება, როგორც სხვა ფართო ინფრასტრუქტურული პროექტები, წინასწარი სამუშაოების ჩატარებას და ტერიტორიის მრავალმხრივ ანალიზს მოითხოვს.
ჩვენ საპროექტო ტერიტორიების არქეოლოგიური შესწავლა დაგვევალა – რათა პროექტის განხორციელების პერიოდში არქეოლოგიური და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები არ დაზიანებულიყო. მოკვლევის პირველ ეტაპზე, ჩავატარეთ დაზვერვები და შევადგინეთ პირველადი შეფასება.
შემდგომში კი, ტერიტორიებზე გამოვლენილი არქეოლოგიური თუ სხვა ტიპის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიხედვით, შევადგინეთ ძეგლების რუკა და გეგმა, რომელიც, სხვა, მასალებთან ერთად, მზის პანელების მშენებლობის ეტაპზე ინტეგრირდა.
“ლეიერკოს” სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ: ჩვენი სერვისები