წყალგაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემები

“ლეიერკო” პორტფოლიო მოიცავს ინფრასტრუქტურული წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების მოიცავს მუნიციპალური მასშტაბით განხორციელებულ პროექტებზე მუშაობასაც. 

წყალგაყვანილობის ტერიტორიის სწორად დასაგეგმად, მნიშვნელოვანია, სამუშაოების საწყისსავე ეტაპზე პროცესში ჩაერთონ არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის პროფესიონალები, რათა სისტემები არ განთავსდეს არქეოლოგიურ ობიექტებსა და მემკვიდრეობის ძეგლების ტერიტორიაზე. ჩვენი ამოცანაა, პროექტის მიმდინარეობისას არქეოლოგიური ფენების დაზიანების მინიმიზაცია. 

ჩართულობის პირველ ეტაპზე, “ლეირკოს” გუნდმა შეისწავლა საარქივო მასალები, შეადგინა არქეოლოგიური დაზვერვების გეგმა და საპროექტო ტერიტორიისთვის რელევანტურ, არსებული ძეგლების რუკა. გამოვავლინეთ ტერიტორიაზე ან მასთან სიახლოვეს მატერიალური, არამატერიალური და არქეოლოგიური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. 

შემდეგი ეტაპი ძეგლებზე სამომავლო ზემოქმედების ანალიზი იყო: სხვადასხვა საჭირო კვლევის შემდეგ, ვიმუშავეთ საბოლოო დასკვნაზე, სადაც შეფასებულია რისკები; მოცემულია კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგისა და დაცვის გეგმა. 

პროექტების ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა, რამოდენიმე ლოკაციაზე ჩაატარა მეორე ეტაპის არქეოლოგიური გათხრებიც. 

“ლეიერკოს” სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ: ჩვენი სერვისები