მესამე ეტაპის არქეოლოგიური გათხრები

მესამე ეტაპის არქეოლოგიური გათხრები მოიცავს სრულ და გადარჩენით არქეოლოგიურ გათხრებს.  სრული არქეოლოგიური გათხრებისთვის საჭიროა ოფიციალური ნებართვა და ტარდება იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ტერიტორიაზე არქეოლოგიური ნაშთების არსებობა დადასტურდა. გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრები ტარდება საპროექტო ტერიტორიაზე სხვადასხვა ჩარევის შედეგად დაზიანებული არქეოლოგიური ნაშთების ამოსაღებად და, შესაბამისი წესების დაცვით, შესანახად.